აქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის განმარტებათა თანახმად საგზაო ნიშანი 1.20 "ქვეითთა გადასავლელი" სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებულ პუნქტებს გარეთ 150-300 მერტზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრ მანძილზე, აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე. ხოლო იმავე კანონის მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილზე სადაც გასაჩერებელი პუნქტია. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 1.20 "ქვეითთა გადასავლელი" გვაფრთხილებს, რომ ნიშნიდან 150-300 მეტრ მანძილზე მდებარეობს ქვეითთა გადასავლელი. მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.