საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, მე-30 მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა); მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, რომელიც იმყოფება გრუნტოვან (მეორეხარიხოვნ) გზაზე, შეუძლია გაუსწროს მოტოციკლს, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი.