საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 "დასახლებული პუნქტის დასაწყისი" აღნიშნავს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები, ხოლო იმავე კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. მოცემული საგზაო ნიშნით აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში საქალაქთაშორისო და განსაკუთრებით მცირე ზომის ავტობუსების მძღოლებს უფლება აქვთ იმოძრაონ არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.