საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) I თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაატაროს მსუბუქი ავტომობილი და შემდეგ გაიაროს გზაჯვარედინი, მაგრამ თუ ის სიჩქარის შეუმცირებლად აგრძელებს მოძრაობას მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით უნდა შეამციროს სიჩქარე ავტომობილის სრულ გაჩერებამდე.