საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098
ბრძანების "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების
მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" მე-2
თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად "A” კატეგორიის მართვის
უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ მოტოციკლები და სხვა
მოტოსატრანსპორტო საშუალებები.
თქვენი კუთვნილი მოტოციკლი სამართავად შეგიძლიათ გადასცეთ სხვა პირს, თუ
მას თან აქვს "A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების
მოწმობა.