საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, გზის დათმობა
(დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილე არ იწყებს, არ
ანახლებს ან არ განაგრძობს მოძრაობას, არ მიმართავს რაიმე მანევრს, თუკი ეს
მასზე უპირატესი მოძრაობის მქონე სხვა მონაწილეს იძულებულს ხდის შეცვალოს
მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.