საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) მე-5 თავის, 20-ე მუხლის, პირველი პუნქტის, "ა" და "ბ" ქვეპუნქტების
თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან
ჰქონდეს:
ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც
მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში - სატრანსპორტო
საშუალების მართვის დროებითი ნებართვა.
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი.