საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999
წელი) მე-5 თავის, 21-ე მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად მძღოლის
სურვილისამებრ სატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშანი
"ინვალიდი” – ყვითელი ფერის კვადრატი 150 მმ-იანი გვერდით და 7.17 საგზაო
ნიშნის სიმბოლო შავი ფერის გამოსახულებით – იმ სატრანსპორტო საშუალების
წინა და უკანა მხარეს, რომელსაც პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები
მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ინვალიდები.
ჩამოთვლილიდან ავტომობილს, რომელსაც მართავს ინვალიდი მძღოლი, უკეთდება
რიგით მესამე საცნობი ნიშანი.