Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას, ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები. მოცემულ სიტუაციაში, დღე-ღამის ბნელ დროს, გაუნათებელ გზაზე გაჩერების, ან დგომის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია ჩართოს საგაბარიტო სინათლეები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერების ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები. მოცემულ სიტუაციაში, არასაკმარისი ხილვადობის პირიბებში, ორივე ავტომობილის მძღოლმა სწორედ ჩართო გარე სანათი ხელსაწყოები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე:ა) თუ დასახლებულ პუნქტში გზა განათებულია;ბ) შემხვედრის გვერდის აქცევის დროს სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრმანძილზე, აგრეთვე უფრო შორმანძილზე, თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე;გ) როგორც საპირისპირო, ისე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის თვალის მოჭრის თავიდან აცილების მიზნით. მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების არცერთი მოთხოვნა არავალდებულებს მძღოლს შორი განათება გადართოს ახლო განათებაზე და არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი არარის სწორი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, პირველი პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზის განათებისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე გვირაბში მოძრავ ყველა მექანიკურსატრანსპორტო საშუალებასა და მოპედზე უნდა ჩაირთოს ფარების ახლო, ან შორი ნათება.
პასუხის ნახვა  
დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის შემთხვევაში მოძრაობისას, გზის სავალი ნაწილის უკეთ განათებას უზრუნველყოფს ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა ახლო ნათების შუქებთან ერთად. ლიტერატურა: ბ. ა. ალექსეევი "საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება”
პასუხის ნახვა  
უსწორმასწორო გზაზე მოძრაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს, უმჯობესია ვიმოძრაოთ ფარების ახლო განათების შუქზე.ლიტერატურა: ბ. ა. ალექსეევი "საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება”
პასუხის ნახვა  
დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობის პირობებში, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების შორი ნათების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში გაჩერების შემდეგ მძღოლს შეუძლია განაახლოს მოძრაობა, როცა მხედველობა მთლიანად აღუდგება
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-12 პუნქტის თანახმად, გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის მაგივრად (ან მასთან ერთად) შეიძლება ჩაირთოს მაშუქი სიგნალიც დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორშუქზე მრავალჯერადი გადართვით. დასახლებულ პუნქტში განათებულ გზაზე მოძრაობისას, გასწრების განზრახვის შესახებ გასაფრთხილებლად მძღოლმა შეიძლება გამოიყენოს ფარების შუქის პერიოდული ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა.
პასუხის ნახვა  
დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობის პირობებში აღმართის ბოლოს, მძღოლმა უნდა ჩართოს ახლო ნათების ფარები.ლიტერატურა: ბ. ა. ალექსეევი "საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება”
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "დ"' ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭების გარდა. მძღოლს შეუძლია გამოიყენოს მკვეთრი დამუხრუჭება, როდესაც ეს აუცილებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
პასუხის ნახვა  
1 2 3 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px