Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-6 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად დღე-ღამის ნათელ დროს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით ახლო განათების ფარები უნდა ჩაირთოს ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 38-ე მუხლის 7-ე პუნქტის თანახმად ფარ-პროჟექტორით და ფარ-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არარის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი დავალების შესრულებისას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-11 პუნქტის, "ა" და 'ბ” ქვეპუნქტების თანახმად ხმოვანი სიგნალი გამოიყენება: ა) დაუსახლებელ პუნქტში გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად; ბ) თუ იგი აუცილებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, დაუსახლებელ პუნქტში ხმოვანი სიგნალი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე შემთხვევაში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-6 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად დღე-ღამის ნათელ დროს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით ახლო განათების ფარები უნდა ჩაირთოს ავტობუსითა და სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას. მოცემულ სიტუაციაში ახლო ნათების ფარები უნდა ჩაირთოს ყველა შემთხვევაში, როდესაც ხდება ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების მე-19 თავის, 19.5 პუნქტის თანახმად დღე-ღამის ნათელ დროს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით ახლო ნათების ფარები უნდა ჩაირთოს: - მოტოციკლებსა და მოპედებზე; - ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას; - სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის ძირითადი ნაკადის შემხვედრად მიმავალ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე; - ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებით ბავშვთა ჯგუფების ორგანიზებული გადაყვანისას; - საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვისას; - მექანიკური სატრანსპოტო საშუალებების ბუქსირების დროს, მებუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე.მოცემულ შემთხვევაში ახლო ნათების ფარები უნდა ჩაირთოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციაში.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px