Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 35-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალის სავალ ნაწილზე იძულებით გაჩერებისას მძღოლი ხელმძღვანელობს ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და იღებს ზომებს, რათა სატრანსპორტო საშუალება გაიყვანოს ამისათვის განკუთვნილ ზოლზე (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვნივ). ხოლო ამავე თავის 26-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება. ხოლო "საგზაო მოძრაობის წესების” 7.2 პუნქტის თანახმად, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია და იქ, სადაც ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერშესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას, შუქური სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არარსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ყველა შემთხვევაში ვალდებულია დააყენოს საავა ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
"საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 8 ნოე,ბრის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად სავალ ნაწილზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება აღნიშნული უნდა იყოს გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული ერთი მოწყობილობით მაინც მძღოლების დროული გაფრთხილებისათვის: ა. თუ ღამით სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე გაჩერდა ისეთ პირობებში, რომ მიახლოებულ მძღოლებს არშეუძლიათ ამგვარი დაბრკოლების შემჩნევა. ბ. თუ სხვა შემთხვევაში მძღოლი იძულებულია გააჩეროს თავისი სატრანსპორტო საშუალება ადგილზე, სადაც გაჩერება აკრძალულია. ხოლო საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების 7-ე თავის 7.2 პუნქტის თანახმად საავარიო გაჩერების ნიშანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას საშიშროების შესახებ, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არუნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში – 30 მეტრზე ნაკლები.
პასუხის ნახვა  
"საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 8 ნოებრის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად სავალ ნაწილზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება აღნიშნული უნდა იყოს გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული ერთი მოწყობილობით მაინც მძღოლების დროული გაფრთხილებისათვის: ა. თუ ღამით სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე გაჩერდა ისეთ პირობებში, რომ მიახლოებულ მძღოლებს არშეუძლიათ ამგვარი დაბრკოლების შემჩნევა. ბ. თუ სხვა შემთხვევაში მძღოლი იძულებულია გააჩეროს თავისი სატრანსპორტო საშუალება ადგილზე, სადაც გაჩერება აკრძალულია. ხოლო საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების 7-ე თავის 7.2 პუნქტის თანახმად საავარიო გაჩერების ნიშანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას საშიშროების შესახებ, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არუნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში – 30 მეტრზე ნაკლები. მოცემულ შემთხვევაში ვიმყოფებით დასახლებულ პუნქტში და საავარიო გაჩერების ნიშანი უნდა დაიდგას არანაკლებ 15 მეტრში.
პასუხის ნახვა  
« 1 2

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px