Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშნები, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალები შესაბამისად კრძალავს ან ნებას რთავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსიული შუქნიშნის ძირითად სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილისრიანი ყვითელი სიგნალი, რომლის ჩართვა იძლევა ინფორმაციას სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. მოცემულ სიტუაციაში ზოლის ზემოთ, სადაც მოძრაობს მწვანე ფერის ავტომობილი დაკიდებილ რევერსულ შუქნიშანში ერთდროულად ჩართულია მწვანე ფერის მოძრაობის ნებადამრთველი და დიაგონალურად მარცხნივ დახრილი ისრის სახის ყვითელი სიგნალები, რაც იმის მაუწყებელია, რომ ჩაირთვება "X" ასოს მსგავსი წითელი ამკრძალავი სიგნ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის "ა” ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის მრგვალი მწვანე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას. იმავე თავის 27-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად: 5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. 6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. 7. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს, მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუა ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
« 1 2 ... 5 6 7

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px