Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.2.3 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27 "გაჩერება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულზე და ავტომობილის დაყენება სადგომზე ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ანუ "ბ" ასოთი აღნიშნულ ადგილზე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" მე-3 პუნქტის "ამკრძალავი ნიშნები” განმარტების თანახმად 3.10, 3.27-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. მოცემულ საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება გზის იმ მხარეს, სადაც ისინია დადგმული.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" მე-3 პუნქტის განმარტების თანახმად 3.1-3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნების მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. მოცემულ სიტუაციაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.7 მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია", 3.1 "შესვლა აკრძალულია" და 3.4 "სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია" რომელთაგან რიგით მეორე 3.1 "შესვლა აკრძალულია" ნიშნის მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო. სატრანსპორტო საშუალებებზე.
პასუხის ნახვა  
« 1 2 ... 6 7 8

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px