|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.31 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" გვიჩვენებს 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. მოცემულ სიტუაციაში გვაქვს საგზაო ნიშნები: 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია", 3.17.2 '"საშიშროება", 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა" და 3.26 "ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია", რომელთაგან საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" აუქმებს 3.16 და 3.26 საგზაო ნიშნებით, ანუ C და D-თი აღნიშნული საგზაო ნიშანებით დაწესებულ შეზღუდვებს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის, 3.20 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა და იმავე პუნქტის განმარტებების თანახმად 3.20 ნიშნის მოქმედება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი – დასახლებული პუქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება არწყდება გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსასვლელთან და საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არდგას სათანადო ნიშანი. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა გასწრება შეიძლება დაიწყოს საგზაო ნიშნის "დასახლებული პუნქტის დასასრულის" შემდეგ.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.29 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" კრძალავს სატრანსტორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში. თუ საგზაო ნიშნები 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" და საგზაო ნიშანი 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში" ერთდროულად გამოიყენება, სატრანსტორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. მოცემულ სიტუაციაში დგას მხოლოდ საგზაო ნიშანი 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" და მისი მოქმედების დროა თვის კენტ რიცხვში 24 საათმდე. ავტომობილის მძღოლს თვის 12 რიცხვში 16:00 საათიდან შეუძლია გააჩეროს ავტომობილი 8 საათით ანუ თვის კენტი რიცხვის დადგომამდე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის 3.20 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა ერთეული სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მოძრაობენ 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაუსწროს ავტომატარებელს, რომელიც მოძრაობს 25კმ/სთ სიჩქარით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის, 3.20 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა ერთეული სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მოძრაობენ 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. ხოლო იმავე კანონის 320-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაუსწროს ავტომატარებელს, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ სიჩქარით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.მოცემულ სიტუაციაში მოძრაობა ეკრძალება სატვირთო ავტომობილის მძღოლს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას. ხოლო ამავე კანონის 5-ე თავის 27-ე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის დროს მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. მოცემული სიტუაციაში მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.3-ის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ხოლო იმავე თავის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშნის 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" მოქმედაბა არვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლისტს არშეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ, ხოლო მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა მარცხნივ.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.17.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.17.2 "საშიშროება" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ავარიასთან ან სხვა საშიშროებასთან დაკავშირებით. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 3.17.2 "საშიშროება" გვავალდებულებს მოვბრუნდეთ უკან.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები:4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” – ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით.3.20 "გასწრება აკრძალულია” – აკრძალულია ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ –ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა..5.18 "რეკომენდირებული სიჩქარე” – გვიჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდირებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. მოცემული ნიშნებიდან მისაბმელიანი მოტოციკლის, რომელიც მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარით, გასწრებას კრძალავს B ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია".
|
|
|