საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" მე-3 პუნქტის განმარტების თანახმად 3.1-3.3, 3.181, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნების მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. მოცემულ სიტუაციაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.28 "დგომა აკრძალულია”, 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”, 3.27 "გაჩერება აკრძალულია” და 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია”, რომელთაგან რიგით მესამე და მეოთხე ნიშნების, 3.27 "გაჩერება აკრძალულია” და 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია”, მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე.