Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ე" პუნქტის თანახმად, გზა არის - სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი. (გზა მოიცავს ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს, აგრეთვე ტრამვაის გზას, ტროტუარებს, გვერდულებსა და გამყოფ ზოლებს, მათი არსებობისას.) ტროტუარიც და გზისპირიც გზის შემადგენელი ელემენტებია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა არის - გზის ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, ნისლის, წვიმის, თოვის და ა. შ. მოცემულ შემთხვევაში ტერმინი "არასკმარისი ხილვადობა" ნიშნავს - გზის ხილვადობას 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე და შებინდებისას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "დ" პუნქტის თანახმად გამყოფი ზოლი არის - გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და განკუთვნილი არ არის ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ან გაჩერებისათვის და ქვეითის მოძრაობისათვის. მოცემულ სიტუაციაში გზა გამყოფი ზოლით ნაჩვენებია მეორე ნახატზე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "შ" პუნქტის თანახმად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არის - საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით წარმოქნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა და სხვა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ქ" პუნქტის თანახმად საგზაო მოძრაობის მონაწილე არის - პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის, 31-ე მუხლის, მე-8 პუნქტის თანახმად, მძღოლს შეუძლია გადმოვიდეს სატრანსპორტო საშუალებიდან, თუ წინასწარ მიიღებს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური მოძრაობის, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენების გამომრიცხავ ზომებს. მძღოლს შეუძლია დატოვოს თავისი სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც მიიღებს სატრანსპორტო საშუალების დაგორების და მისი არყოფნის დროს გამოყენების საწინააღმდეგო ზომებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლს და მგზავრს უნდა ეხუროს შეკრული მოტოჩაფხუტი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანების "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" მე-2 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად "A” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ მართონ მოტოციკლები და სხვა მოტოსატრანსპორტო საშუალებები. თქვენი კუთვნილი მოტოციკლი სამართავად შეგიძლიათ გადასცეთ სხვა პირს, თუ მას თან აქვს "A” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მოწმობა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილე არ იწყებს, არ ანახლებს ან არ განაგრძობს მოძრაობას, არ მიმართავს რაიმე მანევრს, თუკი ეს მასზე უპირატესი მოძრაობის მქონე სხვა მონაწილეს იძულებულს ხდის შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანების "მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად "B” კატეგორიის მართვის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მართონ: ა) სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა არ აღემატება 3500 კგ-ს, ხოლო დასაჯდომი სავარძლების რაოდენობა, მძღოლის სავარძლის გარდა არ აღემატება რვა ადგილს; ბ) ამ მუხლის "ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება მისაბმელით, რომლის სრული მასა არ აღემატება 750 კგ-ს. მძღოლს, რომელიც მართავს მსუბუქ ავტომობილს, 750 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელით, უნდა ჰქონდეს "B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 5 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px