Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 33-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა). ამავე თავის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ გზაჯვარედინზე თანაბარმნიშვნელოვან გზაზე მარჯვნიდან მოახლოებულ მსუბუქ ავტომობილს, ამიტომ მოტოციკლის გასწ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, პირველი პუნქტის "ა" და "ბ” ქვეპუნქტების თანახმად გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისთვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არშეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არმისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არა აქვს გასწრების დაწყების უფლება, რადგან ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ჩართო სიგნალი და დაიწყო გასწრება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა). მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ახორციელებს საპირისპირო ზოლზე გასვლით, 1.1 უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთით რაც დაუშვებელია.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 5

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px