Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ:ა) მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისთვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არშეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არმისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი;გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას. მოცემულ სიტუაციაში, გზა უნდა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) I თავის, პირველი მუხლის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება არის დაკავებული ზოლიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასწრება. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლის მძღოლი არგამოდის მის მიერდაკავებული ზოლიდან და სურათზე ნაჩვენები მანევრი გასწრებად არითვლება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთირთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც;ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.6 "მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ", დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.4.1 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა" ავტომატარებელს უფლებას აძლევს იმოძრაოს მარჯვნივ, ან მარცხნივ. მოცემულ სიტუაციაში, ავტომატარებლის მძღოლი მარცხნივ მოხვევისას ვალდებულია გაატაროს მსუბუქი ავტომობილი, მაგრამ მან ეს უნდა შეასრულოს მარცხენა განაპირა ზოლიდან. ამიტომ მარცხნივ მოძრაობის გაგრძელების უფლება საერთოდ არა აქვს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი, რომელზე მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის საგნალებით განისაზღვრება, რეგულირებილი გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.იმავე თავის 27-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ” ქვეპუნქტის თანახმად, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს ავტობუსის მძღოლმა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის - პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 1. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისთვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არშეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს; 4. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე. მოცემული მიმამრთულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანვე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. 5. გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარესაც არსებობს დაბრკოლება. 1.13 "ციცაბო დაღმართი" და 1.14 "ციცაბო აღმართი" ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრასპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში, ციცაბო აღმართზე დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში გზა უნდა დაუთმოს დაღმართზე მოძრავმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილი მოძრაობს პირდაპირდა მისი გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანვე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში, პირველი ტრანსპორტის გასწრების შემდეგ ნებადართულია გააგრძელოთ მოძრაობა მარცხენა ზოლში მეორე ტრანსპორტის გასწრების მიზნით.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 5 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px