|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი. მოცემულ სიტუაციაში, თქვენ შედიხართ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით და ნაჩვენები მანევრის შესრულების უფლება არა გაქვთ.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. მოცემულ სიტუაციაში, წინ მიმავალ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩართული აქვს მარცხნივ მოხვევის სიგნალი და დაწყებული აქვს მანევრის შესრულება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გაასწროთ სატვირთო ავტომობილს მარჯვენა მხრიდან ან გააგრძელოთ მოძრაობა მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომობილი დაასრულებს მარცხნივ მოხვევას, ანუ ნებადართულია ნებისმიერზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. მოცემულ სიტუაციაში, სავალი ნაწილის სიგანე არგვაძლევს საშუალებას გასწრება განვახორციელოთ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლის გარეშე, ამიტომ არა გაქვთ უფლება გაასწროთ სატვირთო ავტომობილს აღმართის დასასრულს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად თუ შემხვედრის გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში 1.14 "ციცაბო აღმართი” ნიშნით აღნიშნულ გზაზე აღმართზე მოძრაობს მსუბუქი ავტომობილი და გზის მონაკვეთზე, სადაც გაძნელებულია გვერდის აქცევა მას ენიჭება პრიორიტეტი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა); მოცემულ სიტუაციაში შეგიძლია გასწრება მოტოციკლის, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის, პირველი მუხლის, "გ” პუნქტის თანახმად გასწრება არის დაკავებული ზოლიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასწრება. ხოლო ამავე კანონის მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არშეუქმნის დაბრკოლებას მის უკან უფრო მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გასწრება ნაჩვენებია მეორე ნახატზე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობთ 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე და წინააღმდეგობის შემოვლისას გეძლევათ გავლის უპირატესობა შემხვედრტრანსპორტთან.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა. მოცემულ სიტუაციაში, უფლება არა გაქვთ გადახვიდეთ საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლში.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ე" ქვეპუნქტის თანახმად გასწრება აკრძალულია აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. მოცემულ სიტუაციაში აღმართის ბოლოში შეგიძლიათ დაიწყოთ გასწრება, რადგან თქვენ არგიხდებათ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის, "საგზაო მონიშვნები", 1.11 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნაბადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოდნიდან გამოსასვლელსა და შესასვლელს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთმხარეს. ამავე თავის განმარტების თანახმად 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას. ამავე კანონის მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად გასწრება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მასზე მოძრაობს ქვეითი. მოცემულ სიტუაციაში ქვეითთა გადასასვლელზე არმოძრაობს ქვეითი, მაგრამ საგზაო მონიშვნა 1.11 გასწრების დაწყების საშუალებას გვაძლევს მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელის შემდეგ.
|
|
|