|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან. ხოლო იმავე თავის 28-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლის მძღოლს შეუძლია გადავიდეს მარჯვენა ზოლში და გააგრძელოს მოძრაობა ნებადართული ნებისმიერი სიჩქარით. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს. მოცემულ სიტუაციაში გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი დამატებითი ინფორმაციის დაფით 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” გვაძლევს ინფორმაციას, რომ ნიშნიდან რკინიგზის გადასასვლელამდე დარჩა 100 მეტრი, ამიტომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია შეასრულოს გასწრება.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან.მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას აწარმოებს მარჯვენა მხრიდან, რითაც არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა). მოცემულ სიტუაციაში, წითელი მსუბუქი ავტომობილის წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლს ჩართული აქვს მარჯვნივ მოხვევის სიგნალი და წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია განახორციელოს გასწრება.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია მოახდინოს გასწრება.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" და "დ" ქვეპუნქტების თანახმად, გასწრება აკრძალულია: ა) რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯნარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა). დ) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას, ან შემოვლას;მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გადის გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე და უსწრებს მოტოცოკლს, რომელიც ახორციელებს გასწებას. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად, თუ შემხვედრი გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დაუთმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა გაატაროს სატვირთო ავტომობილი და შემოუაროს დაზიანებულ ავტომობილს მარცხენა მხრიდან.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"(28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად, ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები. მოცემულ სიტუაციაში, მისაბმელიანი ტრაქტორის გასწრება საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა თანახმად შეუძლებელია (უწყვეტი ღერძულა ხაზი, ხილვადობა და სხვა), ამიტომ მძღოლებმა უნდა გააგრძელონ მოძრაობა იმავე ზოლში, სანამ სიტუაცია არშეიცვლება.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 28-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად მძღოლი მოძრაობს რაც შეძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. ხოლო ამავე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არაღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერანვითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების წინ გადაჯგუფება. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ ზოლზე.
|
|
|