Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბა" და "ბბ” ქვეპუნქტების თანახმად, თუ მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ.ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ; მოცემულ სიტუაციაში ტრამვაის მძღოლებს ეძლევათ უფლება გააგრძელონ მოძრაობა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - პირდაპირდა მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობა შეგიძლიათ გააგრძელოთ პირდაპირდა მარჯვნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბა" და "ბდ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ.დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან. ამავე თავის 32-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან. მოცემულ სიტუაციაში უნდა გააგრძელოთ მოძრაობა, დაუთმოთ გზა ქვეითებს და მოუხვიოთ მარჯვნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის "ბა" და "ბბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი: ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს - ყველა მიმართულებით; ბ.ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. მოცემულ სიტუაციაში უფლება გაქვთ მოძრაობა გააგრძელოთ ყველა მიმართულებით, მაგრამ მობრუნებისას უნდა გაატაროთ მსუბუქი ავტომობილი და მობრუნდეთ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ მარეგულირებელის მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობის გაგრძელების უფლება არა გაქვთ არცერთი მიმაეთულებით.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 5 6

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px