Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 1.20 "ქვეითთა გადასასვლელი” გვაფრხილებს, რომ ვუახლოვდებით ქვეითთა გადასასვლელს.-7.15 "უსინათლო ქვეითი” მიუთითებს, რომ ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობს უსინათო და გამოიყებენა 1.20, 5.16.1, 5.16.2 ნიშნებთან და შუქნიშანთან ერთად. მოცემული საგზაო ნიშნები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ვუახლობდებით ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელს რომლითაც სარგებლობენ უსინათლოები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” კრძალავს მარჯვნივ მოხვევას, ხოლო ამავე თავის 7.11 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.11 "ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნაბადართული მაქსიმალური მასა აღემატება დაფაზე მითითებულს. მოცემულ სიტუაციაში მარჯვნივ მოხვევა ეკრძალება სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნაბადართული მაქსიმალური მასა 18 ტონას აღემატება, ამოტომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.2. "მოძრაობა მარჯვნივ” მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებით, ხოლო ამავე თავის 7.18 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.18 "გარდა ინვალიდისა” მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი "ინვალიდი”. მოცემულ სიტუაციაში მძღოლს, რომლის ავტომობილზე დადგმულია საცნობი ნიშანი "ინვალიდი” მოძრაობა შეუძლია გააგრძელოს პირდაპირდა მარჯვნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები: - 7.2.6 "მოქმედების ზონა" - მიუთითებენ 3.27-3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ. -7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). -7.2.2 "მოქმედების ზონა" - მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას; მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნის 3.28 "დგომა აკრძალულია” მოქმედების ზონას მიუთითებს მარჯვენა და მარცხენა დამატებითი ინფორმაციის ნიშნები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ნაჩვენები დამატებითი ინფორმაციის ნიშნები მიუთითებენ: - 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" - მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). - 7.2.1 "მოქმედების ზონა"' - გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. - 7.1.3 "მანძილი ობიექტამდე” - მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე. - 7.2.5 "მოქმედების ზონა" - 3.27-3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ. მოცემული საგზაო ნიშნებიდან ნიშნის მოქმედების ზონას მიუთითებს რიგით მეორე და მეოთხე, 7.2.1 "მოქმედების ზონა" და 7.2.5 "მოქმედების ზონა" საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები მიუთითებენ: - 7.5.6 "მოქმედების დრო” - სამუშაო დღეებში, დღე-ღამის დროზე, როცა ნიშანი მოქმედებს. - 7.5.5 "მოქმედების დრო” - შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეებში, დღე-ღამის დროზე, როცა ნიშანი მოქმედებს. - 7.5.4 "მოქმედების დრო” - დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი. მოცემული საგზაო ნიშნებიდან შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში მოქმედებს მეორე საგზაო ნიშანი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ნაჩვენები დამატებითი ინფორმაციის ნიშნები მიუთითებენ: - 7.2.4 "მოქმედების ზონა" - მძღოლს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. - 7.2.1 "მოქმედების ზონა"' _ გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. - 7.2.2 "მოქმედების ზონა" - 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას. მოცემული საგზაო ნიშნებიდან ნიშნის მოქმედების ზონას მიუთითებს ყველა საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები მიუთითებენ: - 7.1.2 "მანძილი ობიექტამდე”- მანძილს 2.4 ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ უშუალოდ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.5. - 7.2.2 "მოქმედების ზონა" - 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას. - 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" - მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). - 7.1.4 "მანძილი ობიექტამდე” - მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მანძილს ობიექტამდე მიუთითებენ რიგით პირველი, მესამე და მეოთხე საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: 7.1.3, 7/1.4 - 7.2.5 "მოქმედების ზონა" მიუთითებენ 3.27-3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ). - 7.2.6 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და ა.შ. ერთი მხარის გასწვრივ. - 7.1.3, "მანძილი ობიექტამდე” მიუთითებს მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე. - 7.1.4 "მანძილი ობიექტამდე” მიუთითებს მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე. მოცემული დამატებითი ინფორმაციის დაფებიდან საგზაო ნიშნის მოქმედების ზონას მიუთითებს პირველი და მეორე საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ნაჩვენები დამატებითი ინფორმაციის ნიშნები მიუთითებენ: - 7.2.2 "მოქმედების ზონა" - 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას. - 7.2.4 "მოქმედების ზონა" - მძღოლს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. 7.2.3 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს; მოცემული საგზაო ნიშნებიდან ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს მიუთითებს მესამე საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px