Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.2.2-7.2.6 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები "მოქმედების ზონა": 7.2.2 მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას (მოცემულ სიტუაციაში 10 მეტრს); 7.2.3 მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს; 7.2.4 მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ და მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაშია გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნის 1.16 "უსწორმასწორო გზა" ქვეშ დადგმული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე", წარწერით 50 მეტრი ,მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ საგზაო ნიშნიდან 50 მეტრის შემდეგ დაიწყება უსწორმასწორო გზა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე), ხოლო იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.2.1 "მოქმედების ზონა" მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას. მოცემულ სიტუაციაში გამაფრთხილებელი ნიშნის 1.12.2 "სახიფათო მოსახვევები" ქვეშ დგას დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.2.1 "მოქმედების ზონა", რომელიც გვიჩვენებს, რომ სახიფათო მოსახვევებიანი გზის სიგრძე 150 მეტრია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე, ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაშია საგზაო ნიშნის 3.16 "მინიმალური დისტანციის შეზღუდვა" ქვეშ მოთავსებული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" წარწერით 80 მ. მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დაწყებამდე დარჩა 80 მ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.18.1 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია" უკრძალავს მარჯვნივ მოხვევას ყველა სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.18 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.18 "გარდა ინვალიდისა" მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომელზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი "ინვალიდი". მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილს მძღოლს არშეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მარჯვნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.20 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა, ხოლო იმავე თავის მე-7 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) აზუსტებს, ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც ის გამოიყენება.მოცემულ სიტუაციაში გზაზე დაყენებული ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფით) 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს, რომ ნიშნიდან 400 მეტრის შემდეგ იწყება ნიშნის მოქმედება. გზის მოცემულ მონაკვეთზე გასწრება ნებადართულია საგზაო ნიშნიდან 400 მეტრის მანძილზე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. იმავე თავის 7.3.1-7.3.3 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) 7.3.1-7.3.3 "მოქმედების მიმართულებები" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დგას საგზაო ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია", 7.3.3 დამატებითი ინფორმაციის დაფით, რომელიც მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება გზაჯვარედინზე ვრცელდება მარცხნივ და მარჯვნივ, ამიტომ მძღოლებს უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა პირდაპირდა უკუმიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს, ხოლო დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.5.1 "შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები" აღნიშნავს ნიშნის მოქმედების დროს და გვაძლევს იფორმაციას, რომ ნიშანი მოქმედებს შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში. მოცემული საგზაო ნიშნები მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვას აწესებენ შაბათს, კვირას და სადღესასწაულო დღეებში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - სატვირთო ავტომობილს, რომლის ნაბადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპანე ოთხთვალისა (მარხილისა და ველოსიპედისა)
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.24 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. იმავე თავის 7.16 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.16 "სველი საფარი" მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება როდესაც გზის სავალი ნაწილის საფარი სველია. მოცემულ სიტუაციაში, აუცილებელია სიჩქარის შეზღუდვა 40 კმ/სთ-მდე, როდესაც გზის სავალი ნაწილის საფარი სველია.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px