|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას და ამავე პუნქტის განმარტების თანახმად 3.27 ნიშნების მოქმედება არვრცელდება მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძალულია” მოქმედების ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არეძლევა უფლება მოახდინოს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში გზას გააჩნია საკმარისი სიგანის გვერდული სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის, ამიტომ დგომის წესები დაარღვიეს "ბ” და "გ” ავტომობილების მძღოლებმა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად დგომა აკრძალულია დაუსახლებელ პუნქტში 2.1 ნიშნით აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელიდან 50 მეტრზე ახლოს. მოცემულ სიტუაციაში დგომის წესს არღვევს "ბ” ასოთი აღნიშნული ავტომობილის მძღოლი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელს გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ორრიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნაბადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არუქმნიან ქვეითს. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არუქმნის დაბრკოლებას ქვეითს და არარღვევს დგომის წესს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ამავე თავის 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5,9 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა ზოლი” ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის
...
კითხვის გაგრძელება »
"საგზაო მოძრაობის შესახებ" 1968 წლის 8 ნოემბრის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის 5-ე პუნქტის თანახმად სავალ ნაწილზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება აღნიშნული უნდა იყოს გარკვეულ მანძილზე ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე დადგმული ერთი მოწყობილობით მაინც მძღოლების დროული გაფრთხილებისათვის: ა. თუ ღამით სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე გაჩერდა ისეთ პირობებში, რომ მიახლოებულ მძღოლებს არშეუძლიათ ამგვარი დაბრკოლების შემჩნევა. ბ. თუ სხვა შემთხვევაში მძღოლი იძულებულია გააჩეროს თავისი სატრანსპორტო საშუალება ადგილზე, სადაც გაჩერება აკრძალულია. ხოლო საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების 7-ე თავის 7.2 პუნქტის თანახმად საავარიო გაჩერების ნიშანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას საშიშროების შესახებ, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არუნდა იყოს 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში – 30 მეტრზე ნაკლები.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 31-მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გაჩერებულია ორმხრივ მოძრაობიან გზის მარცხენა მხარეს, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლზე მეტია და ორივე მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 31-მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). ხოლო იმავე მუხლის 4-ე პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გაჩერებულია საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა დაცვით და პირველი სამი პასუხიდან არცერთი არარის სწორე.
|
|
|