Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მომართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ.მოცემულ სიტუაციაში, ესტაკადაზე გაჩერებული ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გაჩერდა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა დარღვევით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 "დოგმა აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას და მისი მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი – დასახლებულ პუნქტის ბოლომდე. მოცემულ სიტუაციაში, დგომის წესებს არღვევს ორივე სატრანსპორტო საშუალება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის, ან გადმოტვირთვის დროს). მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულია საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა დაცვით, მძღოლს შეუძლია აღმოფხვრას უწესრიგობა და გააგრძელოს გზა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის, ან გადმოტვირთვის დროს). მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გაჩერებულია გზის სავალ ნაწილზე (გვერდულის არსებობისას), და არღვევენ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის, ან გადმოტვირთვის დროს). ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის, "ვ” ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს.მოცემულ სიტუაციაში გაჩერების წესი დაარღვია მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რადგან არდაიცვა მანძილი 5 მეტრი ეზოდან გამოსასვლელიდან.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დგომა აკრძალულია იქ, სადაც აკრძალულია გაჩერება და იმავე მუხლის მე-4 პუნქტის ‘ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მომართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ.მოცემულ სიტუაციაში დგომის წესები დაარღვია ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 43-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად ველოსიპედის, მოპედის, საჭაპანე ოთხთვალას (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, აგრეთვე გვერდულზე, თუ ეს არაბრკოლებს ქვეითს. ხოლო იმავე თავის 23-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არარის – გვერდულზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით მოძრავ პირს, შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. მოცემულ სიტუაციაში ველოსიპედისტს შეუძლია იმოძრაოს ტროტუარზე, რადგან დაბრკოლებას არუქმნის ქვეითებს. საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნები დაარღვია გორგოლაჭებზე მოძრავმა ქვეითმა
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ზ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არარის - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების, ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაჩერდეს, თუ დაბრკოლებს არშეუქმნის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის, ან გადმოტვირთვის დროს).2. სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელით ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ორრიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგო ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის, ან გადმოტვირთვის დროს).მოცემულ სიტუაციაში, ნაჩვენებ ადგილზე, გზის მარცხენა მხარეს გამყოფ ზოლთან გაჩერებას საგზაო მოძრაობის წესების არცერთი მოთხოვნა არითვალისწინებს. წითელი ავტომობილის მძღოლმა დაარღვია გაჩერების წესები.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px