|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილი გაჩერებულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე და არაღვევს საგზაო მოძრაობის წესების არცერთ მოთხოვნას. ავტომობილის მძღოლმა არდაარღვია დგომის წესები.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ” და "დ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია: გ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; დ) ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს; მოცემულ სიტუაციაში, საქალაქთაშორისო ავტობუსის მძღოლი გაჩერებულია ქვეითთა გადასასვლელის შემდეგ და მანძილი გამყოფ ზოლსა და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის 3 მეტრია. საქალაქთაშორისო ავტობუსის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს სურათზე ნაჩვენებ ადგილას, მგზავრთა ჩასხდომის მიზნით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენება, ღამის გასათევად და სხვა ამგვარი მიზნით დგომა ნაბადართულია მხოლოს ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე, ან გზის ფარგლებს მიღმა. მოცემულ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო ნიშანი 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” არკრძალავს ავტომობილის დოგმას თვის ლუწ რიცხვებში, მაგრამ ხანგრძლივი დასვენების მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოს ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე, ან გზის ფარგლებს მიღმა და მძღოლს არა აქვს უფლება გააჩეროს ავტომობილი ხანგრძლივი დასვენების მიზნით.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ.მოცემულ სიტუაციაში, ხიდზე მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამი ზოლია და გაჩერება აკრძალული არარის.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ვ” ქვეპუნქტის თანახმად, გაჩერება აკრძალულია სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს, იმ შემთხვევის გარდა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთაზე, გზაჯვარედინზე, რომელზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი, ან გამყოფი ზოლია. მოცემულ სიტუაციაში, საგზაო მოძრაოიბის წესების დარღვევით გააჩერა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავალი ნაწილების გადაკვეთაზე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენება, ღამის გასათევად და სხვა ამგვარი მიზნით დგომა ,ნაბადართულია მხოლოს ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე, ან გზის ფარგლებს მიღმა. მოცემულ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო ნიშნის 3.28 "დგომა აკრძალულია” მოქმედება ვრცელდება დასახლებული პუნქტის ბოლომდე და არკრძალავს ავტომობილის დოგმას ისრით მითითებულ ადგილას, მძღოლს არა აქვს უფლება დააყენოს ავტომობილი ხანგრძლივი დასვენების მიზნით, რაც ნებადართულია მხოლოს ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე, ან გზის ფარგლებს მიღმა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას და იმავე პუნქტის განმარტების თანახმად 3.28 საგზაო ნიშანი გამოიყენება 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთან ნიშნის მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით. იმავე დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები", 1.10 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.10 აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა. გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით. იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 3.28 გამოყენებულია 1.10 მონიშვნის ხაზთან ერთად და მისი მოქმედების ზონა ვრცელდება ნიშნიდან ჰორიზონტალური მონიშვნის ხაზის ბოლომდე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ზ" ქვეპუნქტის თანახმად გაჩერება აკრძალულია სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არარის - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გაჩერდეს 5.13 საგზაო ნიშნით აღნიშნული ტრამვაის გაჩერების ადგილის მოპირდაპირე მხარეს, რადგან ეს არაბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" "დ” და "ვ” ქვეპუნქტების თანახმად გაჩერება აკრძალულია: გ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია; დ) ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს; ვ) გაჩერება აკრძალულია სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს, იმ შემთხვევის გარდა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთაზე, გზაჯვარედინზე), რომელზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერების წესს არარღვევს.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა. ამავე თავის 37-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5,9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|