|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-7 პუნქტის თანახმად მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არაღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. ხოლო იმავე თავის 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად 5.10.3 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა" საგზაო ნიშანით აღნიშნულია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ისეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არდააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილი მარცხნივ მოხვევით გადის ცალმხრივმოძრაობიან გზაზე
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგის გარეშე. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის "საგზაო ნიშნები" 5.15 და 7.6.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 5.15 " დგომის ადგილი" და 7.6.3 "სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი" მსუბუქი ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების ნებას იძლევა .
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნაბადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). ხოლო იმავე თავის 37-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5,9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და გაჩერება, თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალ
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად მარჯვნივ, ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არარის დადგენილი. ამასთან ტრამვაის მოძრაობას არუნდა შეექმნას დაბრკოლება. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არუნდა აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში სავალი ნ
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.33 პუნქტის თანახმად საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.33 "სდექ ხაზი" მიუთითებს გაჩერების ადგილს შუქნიშნის, ან მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.1 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.1 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" გვაჩვენებს ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს ყოველ ზოლზე. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დადგმული მიმთითებელი ნიშანი 5.8.1 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" მოძრაობის ნებას რთავს გააგრძელოს მოძრაობა: სატვირთო ავტომობილს მხოლოდ პირდაპირ, მსუბუქს - მხოლოდ მარჯვნივ. საგზაო ნიშნის მოთხოვნებს არღვევს ორივე მძღოლი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.24 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.24 "დასახლებული პუნქტის დასაწყისი" მიუთითებს დასახელებას და დასახლებული პუნქტის დასაწყის, სადაც მოცემულ გზაზე არმოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.2 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" გვაჩვენებს მოცემულ ზოლზე ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი", რომელიც უკედურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა. მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლეტის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ და უკუმიმართულებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს - პირდაპირდა მარცხნივ. მობრუნებისთვის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დროულად უნდა გადაწყობილიყო უკიდურეს მარცხენა ზოლში, საიდან მობრუნების უფლებაც ჰქონდა. საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს ორივე მძღოლი.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.3 პუნქტის თანახმად საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.3 "საავტომობილო გზა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ ვიმყოფებით გზაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილების, ავტობუსებისა და მოტოციკლების მოძრაობისათვის.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 5.18 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე" გვაძლევს ინფორმაციას სიჩქარეზე, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა და იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2.1 "მოქმედების ზონა"' მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონაზე. მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის მოქმედების ზონაში რეკომენდებულია 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა.
|
|
|