Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-8 პუნქტის თანახმად იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობა შეგიძლიათ გააგრძელოთ მხოლოდ "ბ” ტრაექტორიით, რადგნ საგზაო ნიშანი 5.37 "გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა” და საგზაო მონიშვნა 1.9 გვაწვდის ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია რევერსული მოძრაობა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.37 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.37 "გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა” გვაწვდის ინფორმაციას, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ. მოცემული საგზაო ნიშანი გვიჩვენებს, რომ გადამკვეთ ქუჩაზე ორგანიზებულია რევრსული მოძრაობა.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს). ხოლო ამავე თავის 5.30.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.30.2 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის” უჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილების, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის შემდეგ დაყენებული საგზაო ნიშანი 3.4 სატვირთო ავტომობილს უკრძალავს მოძრაობას პირდაპირ, ხოლო საგზაო ნიშანი 5.30.2 უჩვენებს მხოლოდ რეკომენდებულ ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ხოლო ამავე პუნქტის განმარტების თანახმად 3.2 ნიშნის მოქმედება არვრცელდება - სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში ცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპირტო საშუალება შედის და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში, თუ ცხოვრობთ ნიშნის მოქმედების ზონაში პირდაპირმოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა” აჩვენებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილი მოძრაობს ცალმხრივმოძრაობიანი გზაზე, სადაც მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა არშეიძლება.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები"-ს თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. - 5.31 "შემოვლის სქემა” აჩვენებს მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტს. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს პირდაპირმოძრაობას, ხოლო უწყვეტი ღერძულა ხაზი 1.1 არიძლევა მობრუნების უფლებას. მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს მხოლოდ მარჯვნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე” უჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. _ 1.27 "გვერდითი ქარი” გვაფრთხილებს, რომ ამ უბანზე მოსალოდნელია გვერდითი ძლიერი ქარი. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ გზის ამ უბანზე მოსალოდნელია გვერდითი ძლიერი ქარი და რეკომენდებულია იმოძრაოთ 50 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px