Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინის წინ დაყენებულია საგზაო ნიშანი 5.19.2 "ჩიხი", რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, რომ გზაჯვარედინზე მარჯვნიდან მიერთებულ გზას არა აქვს გამჭოლი გასასვლელი და ის არცვლის არარეგულირებულ გზაჯვარედინზე გავლის თანმიმდევრობას. თქვენ ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ სატვირთო ავტომობილს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი”' გვაჩვენებს ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას ყოველ ზოლში. მოცემულ სიტუაციაში გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევა დასაშვებია ორივე შემთხვევაში.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 5.11.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.11.1 "მობრუნების ადგილი" გვაჩვენებს ადგილს სადაც ნებადართულია მობრუნება და იმავე თავის 7.1.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). ამავე დანართის მე-2 თავის, 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნაბადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოდნიდან გამოსასვლელსა და შესასვლელს და ა. შ. სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთმხარეს. მოცემულ სიტუაციაში არსებული საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნა გვაძლევენ ინფორმაციას, რომ ნიშნიდან 200 მეტრში მდებარეობს მობრუნები ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს "საგზაო მოძრაობის წესების” განმარტების თანახმად "მთავარი გზა" არის 2.1, 2.3.1-2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა, რომელიც ანიჭებს მძღოლს გავლის უპირატესობას გზის გადამკვეთ მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვვაში ნაჩვენებია ნიშნები: 5.1 `ავტომაგისტრალი", 5.5 `ცალმხრივმოძრაობიანი გზა" და 2.3.3 `მეორეხარისხოვანი გზის შეერთება", რომელთაგან მთავარგზას აღნიშნავს პირველი და მესამე საგზაო ნიშნები
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშნით 5.3 "საავტომობილო გზა” აღნიშნულ გზაზე სატვირთო ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება მძღოლმა უნდა იმოძრაოს არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი)საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.4 "სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს სატვირთო ავტომობილებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3.5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არარის მითითებული), ან აქვთ ნიშანზე აღნიშნულზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასა, აგრეთვე ტრაქტორებისა და თვითმავალი მანქანების მოძრაობას. ხოლო ამავე თავის 5.30.2 პუნქტის თანახმად საიფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.30.2 "მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილებისათვის”. აჩვენებს მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას სატვირთო ავტომობილების, ტრაქტორებისა და თვითმავალი მანქანებისათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არაღემატება 3.5 ტონას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი )საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 5.10.3 პუნქტის თანახმად საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.10.3 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა” მიუთითებს, რომ გავდივართ გადამკვეთ გზაზე, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ. მოცემულ სიტუაციაში საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშანი 5.10.3 მიგვითითებს, რომ გადამკვეთ გზაზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მარცხნიდან მარჯვნივ, რომლის საპირისპიროდ მარჯვნიდან-მარცხნივ მოძრაობს სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადი. მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრსატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში გზა უნდა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 5.8.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 5.8.1 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი” მიუთითებს ზოლების რაოდენობას და მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას ყოველ ზოლში. ხოლო ამავე დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები”, 1.18 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.18 აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1 და 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.8.1 და საგზაო მონიშვნა 1.18 მარჯვენა ზოლიდა პირდაპირდა მარცხნივ მოძრაობის გაგრძელების უფლებას იძლევა, მაგრამ შუქნიშნის სიგნალი პირდაპირმოძრაობას კრძალავს. მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ მხოლოდ მარცხნივ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 5.6 "ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული” აჩვენებს გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. – 5.10.4 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზის დასასრული”აჩვენებს გზის დასასრულს რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ. - 5.36 "რევერსული მოძრაობის დასასრული” აჩვენებს გზის მონაკვეთის დასასრულს, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ. მოცემული საგზაო ნიშნებიდან რევერსული გზის დასასრულს გვიჩვენებს რიგით მესამე საგზაო ნიშანი 5.36 "რევერსული მოძრაობის დასასრული”.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px