Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, თუ შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალებას ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: ტრამვაი B, მსუბუქი ავტომობილი, ტრამვაი A
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად: 3. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.4. რეგულირებული გზაჯვარედინი:ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთირთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც. მოცემულ სიტუაციაში საქმე გვაქვს რეგულირებულ გზაჯვარედინთან და მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ რეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესით, რომლის ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის(მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არარის, ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასავლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული. მოცემულ სიტუაციაში არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. გ) თუ შუქნიშნის, ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ, ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი სარგებლობს უპირატესობით, ხოლო ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს შეუძლიათ იმოძრაონ ერთდროულად, ამიტომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: სატვირთო ავტომობილი, ტრამვაი და მსუბუქი ავტომობილი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად:ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთირთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც.ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.მოცემულ სიტუაციში სატრანსპორტო საშუალების მძღოლები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: სატვირთო ავტომობილი, მოტოციკლი, მსუბუქი ავტომობილი.
პასუხის ნახვა  
საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების მე-6 თავის, მე-7 პუნქტის ბოლო აბზაცის თანახმად, ორივე მხრიდან 1.9 მონიშვბებით აღნიშნულ ზოლს ზემოთ მდებარე რევერსული სიგნალგამორთული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია გაასწროს ავტობუსს, როცა რევერსული შუქნიშნები გამორთულია.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 "მობრუნება აკრძალულია" კრძალავს მობრუნებას, ხოლო იმავე კანონის 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად შუქნიშნის მწვანე სიგნალი - რთავს მოძრაობის ნებას.მოცემულ სიტუაციაში მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირდა მარცხნივ, ხოლო მობრუნების ნება არა აქვს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის, ან მარეგულირებლის საგნალებით განისაზღვრება, რეგულირებილი გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 2.5 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.5 "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია" კრძალავს გაუჩერებლად მოძრაობას გზაჯვარედინზე შესვლისას. მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს "სდექ" ხაზის წინ, ხოლო თუ ის არარის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 "მთავარი გზის მიმართულება" დაფის არსებობისას - მთავარგზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოც ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 25-ე მუხლის, მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, წითელი სიგნალი, აგრეთვე წითელი მოციმციმე სიგნალი კრძალავს მოძრაობას. წითელი და ყვითელი სიგნალების ერთობლივი ჩართვა კრძალავს მოძრაბას და იძლევა ინფორმაციას მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი უნდა გაჩერდეს და დაელოდოს მოძრაობის ნებადამრთველ სიგნალს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად;ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავი მძღოლები ხელმძღვანელობენ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესით, ამავე წესით ხელმძღვანელობენ მეოხარიხოვან გზაზე მოძრავი მძღოლებიც;გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. ხოლო იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღო ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 5 6 7 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px