|
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანების: 3.1-3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19 და 3.27 მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: - 3.1 '"შესვლა აკრძალულია", 3.19 "მობრუნება აკრძალულია", 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" 3.3 "მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია" და 3.28 "დგომა აკრძალულია", რომელთაგან დადგენილი მარშრუტით მოძრავი საერთო სარგებლობის სატრანსტორტო საშუალებაზე ვრცელდება მხოლოდ E ასოთი აღნიშნული 3.28 "დგომა აკრძალულია" საგზაო ნიშნის მოქმედება.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები:- 3.13 "სიმაღლის შეზღუდვა" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სამაღლე, ტვირთიანად ან უტვირთოთ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. -3.14 "სიგანის შეზღუდვა" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე, ტვირთიანად ან უტვირთოთ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. -3.15 "სიგრძის შეზღუდვა" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე, ტვირთიანად ან უტვირთოთ აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. -3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" აკრძალულია ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება.მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვას გაბარიტული სიგრძიდან გამომდინარე აწესებს C ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.15 "სიგ
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" აღნიშნავს 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.16 '"მინიმალური დისტანციის შეზღუდვა", 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა", 3.27 "გაჩერება აკრძალულია", 3.20 "გასწრება აკრძალულია" და 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია", რომელთაგან საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" არაუქმებს E ასოთი აღნიშნული 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" ნიშნის მოთხოვნას.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშანების: 3.28 - 3.30 მოქმედება არვრცელდება ტაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.27 "გაჩერება აკრძალულია", 3.28 "დგომა აკრძალულია", 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" და 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში", რომელთაგან ტაქსზე, ჩართული ტაქსომეტრით ვრცელდება მხოლოდ B ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძალულია" მოთხოვნა.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", მე-3 პუნქტის თანახმად ამკრძალავი საგზაო ნიშნების: 3.2 - 3.8 მოქმედება არვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შეთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 3.1 '"შესვლა აკრძალულია", 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" 3.18.2 "მარცხნივ მოხვევა აკრძალულია", 3.28 "დგომა აკრძალულია" და 3.26 "ხმოვანი სიგნალით სარგებლობა აკრძალულია" რომელთაგან სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც ემსახურებიან ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს არვრცელდება B ასოთი აღნიშნული ნიშნის 3.2 "მოძრაობა აკრძალულია" მოქმედება.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის "გამაფრთხილებელი ნიშნები" განმარტების თანახმად: ნიშნები" 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი 50-100 მეტრმანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე. ხოლო იმავე თავის მე-3 პუნქტის განმარტებების თანახმად 3.18.1 და 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 2.3.1 "მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა", 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია", 1.10 "სანაპიროზე გასასვლელი", 1.6 "თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა" და 1.9 "გასახსნელი ხიდი" რომელთაგან უშუალოდ სავალი ნაწილების გადაკვეთის წინ იდგმება B ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია".
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 4.1.1 "მოძრაობა პირდაპირ" და 4.1.2 "მოძრაობა მარჯვნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავენ, მობრუნების ნებასაც იძლევიან. მოცემული საგზაო ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არიძლევიან და აქედან გამომდინარე არც მობრუნების.- 3.18.2 "მარცხნივ მოხვევა აკრძალულია" კრძალავს მხოლოდ მარცხნივ მოხვევას.-5.10.1 "სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზა" და იმავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5.9, 5.10.1-5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპირტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპირტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპირტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდ
...
კითხვის გაგრძელება »
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის, პირველი მუხლის, "თ" პუნქტის თანახმად დგომა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტას 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას.მოცემულ სიტუაციაში მძღოლი იმყოფება საგზაო ნიშნის 3.28 "დგომა აკრძალულია" მოქმედების ზონაში და მას უფლება აქვს გაჩერდეს იმ დროით, რამდენიც საჭირო იქნება ტვირთის ჩაწყობისა და მგზავრების ჩასხდომისათვის.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” კრძალავს მოძრაობას სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს და იმავე პუნქტის განმარტების თანახმად, 3.24 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით. მოცემულ შემთხვევაში პირველი ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება მეორე ნიშნამდე.
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 "გასწრება აკრძალულია” კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. იმავე თავის 3.31 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული" აღნიშნავს 3.16, 3.20, 3.22, 3.24 და 3.26-3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნის 3.20 "გასწრება აკრძალულია” მოქმედებას აუქმებს საგზაო ნიშანი 3.31 "ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული", ამოტომ მისი მოქმედების ზონა ვრცელდება პირველ და მეორე ნიშნებს შორის.
|
|
|