Реклама

საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ნაჩვენები საგზაო ნიშნები: - 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. - 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით - 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე” – გვაჩვენებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს უფლებას რთავს იმოძრაოს 40 კმ/სთ სიჩქარით საგზაო ნიშნები: 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" და 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე”, ანუ პირველი და მესამე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 2.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. იმავე თავის 7.1.1 პუნქტის თანახმად, დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ 200 მეტრში უახლოვდებით გზის ვიწრო უბანს და ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ შემხვედრტრანსპორტს.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 7.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნუშნის მოქმედება. მოცემულ სიტუციაში ნაჩვენები საგზაო ნიშნების, 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" და 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ქვეშ დაყენებული საგზაო ნიშნები 7.14 "მოძრაობის ზოლი" ადგენს ორივე ნიშნის სიჩქარის რეჟიმს მოძრაობის ზოლზე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 7.2.2-7.2.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები: - 7.2.2 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას; - 7.2.3 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს; - 7.2.4 "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ. მოცემულ სიტუაციაში მესამე საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძალულია" ქვეშ დაყენებულია საგზაო ნიშანი 7.2.3 "მოქმედების ზონა", რომელიც მიუთითებს 3.27 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს და მძღოლს აწვდის იფორმაციას, რომ გაჩერება შეიძლება ბოლო ნიშნის შემდეგ.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 7.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). იმავე თავის 7.2.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.2.1 "მოქმედების ზონა"' მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. ხოლო იმავე თავის ამკრძალავი ნიშნების განმარტების თანახმად, საგზაო ნიშანი 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს და მისი მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არარის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება არწყდება გზას ... კითხვის გაგრძელება »
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.1 "შესვლა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით. ხოლო ამავე თავის 7.1.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მომართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშნის 3.1 "შესვლა აკრძალულია” ქვეშ დაყენებული დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.1.1 "მანძილი ობიექტამდე” მიუთითებს, რომ პირველი ნიშნის მოქმედება იწყება, ნიშნიდან 100 მეტრის შემდეგ, მეორე ნიშანთან და მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა პირველი ნიშნის შემდგომ მრცხნივ და უკუმიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის `საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის 1 თავის `საგზაო ნიშნები"-ის 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 `მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. მოცემულ სიტუაციაში, გზაჯვარედინის შემდეგ დაყენებულია საგზაო ნიშანი 3.7 `მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია”, რომელიც გვიკრძალაბს `ბ” მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას. მოძრაობის გაგრძელება ნებადართულია მხოლოდ `ა” მიმართულებით.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ხოლო ამავე თავის 5.34.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.34.1 "სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი” გვაჩვენებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულებას მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუნებლად. მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშანი 3.2 "მოძრაობა აკრძალულია” გვიკრძალავს მოძრაობის გაგრძელებას პირდაპირი მიმართულებით, ხოლო საგზაო ნიშანი 5.34.1 "სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი” გვაჩვენებს მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვეთის შემოვლის მიმართულებას, თქვენ უნდა გადაადგილდეთ საპირისპირო სავალ ნაწილზე.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, მე-6 პუნქტის თანახმად, იმ ადგილას, სადაც იძულებითი გაჩერებისას გაჩერება აკრძალულია, მძღოლი იღებს ყველა შესაძლო ზომას სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად. მოცემულ სიტუაციაში, ნიშნის მოქმედების ზონაში იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაიყვანოს ავტომობილი ნიშნის მოქმედების ზონიდან.
პასუხის ნახვა  
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.28 "დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დოგმას თვის ნებისმიერრიცხვში. - 3.27 "გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დოგმას თვის ნებისმიერრიცხვში. - 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დოგმას თვის ლუწ რიცხვებში. მოცემულ სიტუაციაში თვის კენტ რიცხვებში სატრანსპორტო საშუალების დოგმას კრძალავენ რიგით პირველი 3.28 "დგომა აკრძალულია”და რიგით მეორე 3.27 "გაჩერება აკრძალულია” საგზაო ნიშნები.
პასუხის ნახვა  
« 1 2 3 4 5 6 7 8 »

TITLE

CONTENT

Реклама

count 88x31px
count 88x31px
count 88x31px
count 88x31px